Loading data...
KIU 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სწავლა KIU-ში გააგრძელონ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) 25 აგვისტოდან - 9 სექტემბრის ჩათვლით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის ვაკანტური ადგილები 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგნაირად არის განაწილებული:

  • მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 4 ვაკანტური ადგილი;
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 12 ვაკანტური ადგილი;
  • მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 12 ვაკანტური ადგილი.

გარე მობილობა, ასევე, გამოცხადდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე. 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:

  • ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 8 ვაკანტური ადგილი;
  • ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 3 ვაკანტური ადგილი.

დეტალური ინფორმაცია მობილობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=418