Loading data...
კიბერუსაფრთხოების ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით გამართულ ონლაინ ჰაკათონში - „DGA Capture The Flag“ 15-მა მონაწილემ გაიმარჯვა.

წარმატებულ მონაწილეებს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. რამდენიმე მონაწილეს კი სააგენტოში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა.

ჰაკათონში „DGA CTF“ მონაწილე პირებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა დავალება შეასრულეს. სავარჯიშო დავალებებით შემოწმდა მონაწილეთა ცოდნა და უნარები კიბერუსაფრთხოების საკითხებში.

პროექტი მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პოპულარიზაციას და კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი კადრების მოზიდვას.

გაიგეთ მეტი კიბერუსაფრთხოების შესახებ: dga.gov.ge/cyber