Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია: უმძიმესი დღეა, გარდაიცვალა ჩვენი ერის სულიერი მამა, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი, მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო

ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„უმძიმესი დღეა. გარდაიცვალა ჩვენი ერის სულიერი მამა და წინამძღოლი. სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი და მქადაგებელი. ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო“, - სამძიმრის წერილს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.