1785183415
საზოგადოება
ხელვაჩაურში ავარია მსხვერპლით დასრულდა
ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურთან, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მძიმე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი პირი კი დაშავდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნიუსჰაბს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.