Loading data...
ხანძარი წერეთელზე - მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი

თბილისში, წერეთელზე გოგოლაურის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი პირი, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული.

საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.