1781457989
საზოგადოება
ხანძარი თბილისში - დაშავდა ერთი ადამიანი
თბილისში, ავლაბარში ერთ-ერთ სამსართულიან შენობაში, სხვენში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.