Loading data...
ხანძარი გომის მთაზე - დამწვარია 3 სახლი

გომის მთაზე ხანძარია.

არსებული ცნობით, ხანძრის შედეგად 3 სახლი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.