1770750109
საზოგადოება
ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს: გამოყენებული ხართ მიზნებისთვის, რომელიც არც ამ ქვეყანას სჭირდება და არც გულწრფელია, ვინც სიტყვით თქვენკენაა, ყველა „გულაობს” და ფულს აკეთებს, აგერ - მამულიჩა და მისი ცოლი ახლა დუბაიში „გულაობენ”
არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს.
„რუსთაველზე რომ ყოველ საღამოს 150 ადამიანი დგას, აი სწორედ მაგ ხალხს მოგმართავთ - გამოყენებული ხართ მიზნებისთვის, რომელიც არც ამ ქვეყანას სჭირდება და არც გულწრფელია, უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება.
თორემ, ვინც სიტყვით თქვენკენაა, ყველა „გულაობს“ და ფულს აკეთებს. აგერ მაგალითი - მამულიჩა და მისი ცოლი ახლა დუბაიში გულაობენ. დროა ცოტა გამოფხიზლდეთ!“, - აღნიშნავს მიქიაშვილი.