Loading data...
ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ზვარესა და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარესა და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს, ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი 87 მეტრი სიგრძისა და 9,5 მეტრი სიგანისაა. ხიდით 250 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ქვეითთა სასიარულო ზოლი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. ხიდის მიმდებარედ ასევე აშენდა ტრანსპორტის მოსაცდელი სივრცე.

2026 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონის მასშტაბით 35 ხიდის მშენებლობასა და რეაბილიტაციას განახორციელებს, რაც რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.