Loading data...
ქედაში მანქანა გზიდან გადავარდა - დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.