1773995825
საზოგადოება
კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ილია მეორის დაკრძალვას დაესწრება
კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას დაესწრება, - ამის შესახებ ალაჰშუქურ ფაშაზადემ ბაირამობის ლოცვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა.
„იქ სამძიმარი გამოვხატე. ილია მეორე ჩემი მეგობარი იყო. ის სომხეთის საკითხში ჩემთან იყო. ღმერთმა შეიწყალოს იგი“, - განაცხადა შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ.