Loading data...
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.

მათთან ერთად იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე გრძელდება სამედიცინო კონსილიუმი. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები განიხილავენ მკურნალობის სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის საჭიროა თუ არა უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევა.