Loading data...
კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მღვდელმთავრებთან ერთად სამების ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ხუთ მღვდელმსახურთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

პატრიარქი მოესწრო ექვს პაპს:

პავლე VI

იოანე პავლე I

იოანე პავლე II

ბენედიქტე XVI

ფრანცისკე

ლეონ XIV

„მათგან პატრიარქი ილია მეორე საქართველოში შეხვდა ორ პაპს: 1999 წელს, წმინდა პაპ იოანე პავლე მეორეს და 2016 წელს პაპ ფრანცისკეს“, - აღნიშნულია კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო გვერდის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, უწმინდესი 17 მარტს გარდაიცვალა. ის სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

პატრიარქს 22 მარტს სიონში დაკრძალავენ.