„ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა, 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ, დღეს კი ივანოვი როთმა შეცვალა“ - მეუფე იაკობი
„ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა. 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ, დღეს კი ივანოვი როთმა შეცვალა“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„თუ ავიღებთ ახლა პოზიციასაც და ოპოზიციასაც, ოპოზიციაში ახლა ვინც ჩემი ხნის არის, ან ჩემზე ოდნავ პატარა, პირდაპირ გეტყვით, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ მისი დამცველები და ალბათ მაშინ ისინი თავიანთ სინდისთან მართლები იყვნენ. მათი ძალაუფლების მიმცემი საბჭოთა კავშირი იყო.
მერე შეიცვალა სიტუაცია, გავხდით დამოუკიდებლები და იცით, დაგვაპირისპირეს რუსებმა, მოხდა შიგნით ძმათამკვლელი ომი და ისევ ჩაერია რუსეთი და მივიღეთ შევარდნაძე. შემდეგ უკვე კარგად გახსოვთ 2003 წელი, იქაც არჩევნების საბაბით შეიცვალა ხელისუფლება და რა მოხდა... ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძეს იღებდა და დედის რძით იკვებებოდა და 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ და ივანოვის რძე აქვთ ტუჩებზე შეუმშრალი, დღეს ივანოვი როთმა შეცვალა, ვთქვათ ხომ, რეალობა მაგია. გვირჩევნია ისევ ის ქართველები ვიყოთ, რაც ვიყავით“, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.