Loading data...
კალოუბნის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ნაცვლად, ახალი 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქ. N 18-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში
მიმდინარეობს და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 29 ოჯახი.

„სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 7 659 154.00 ლარია.

მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება შემდეგი სახის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები: კორპუსის ფასადზე მოსამზადებელი სამუშაოები, სადარბაზოს სივრცეებში შპაკლობითი სამუშაოების განხორციელება და კერამიკული ფილების დაგება, ასევე, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციულ ელემენტებზე დამუშავება.

პროექტის მიზანია მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.