Loading data...
ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა სასტიკად სცემა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

შემზარავი დანაშაული მოხდა საგარეჯოში - კაცმა ყოფილი ცოლი ქვით სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქალი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. 

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109, და 11 პრიმა 381-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ ვითარებაში განზრახ მკვლელობას და შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.