1771254210
საზოგადოება
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ 182 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.