Loading data...
კახა კალაძე: ვულოცავ ილია მეორეს დაბადების დღეს, განუზომელია მისი ღვაწლი ერში რწმენის განმტკიცებაში, ქართული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ მამას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღეს! განუზომელია მისი ღვაწლი სახელმწიფოს განვითარებაში, ქართული ეკლესიის აღორძინებაში, ერში რწმენის განმტკიცებაში, ქართული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა რთულ ეტაპზე ილია II-ის როლი იყო უმნიშვნელოვანესი. მინდა, ვუსურვო ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა!“, - აცხადებს კალაძე.