Justin Timberlake-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია: „დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა, 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია“

Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს დაიწყო. ამერიკელი მეგავარსკვლავი ათობით ათასი მელომანის წინაშე „დინამო არენაზე“ 23 ივლისს წარდგება.
„დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია.
დიდი მადლობა თითოეულ მელომანს ამ მუხტის შექმნისა და გაზიარებისთვის, შევხვდებით 23 ივლისს, დინამო არენაზე“, - ნათქვამია starring Georgia-ს facebook პოსტში.
ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს „DreamWorks-ის“ ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can’t Stop the Feeling!” 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday-იდან“, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish” და „No Angels.“
23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ მელომანებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე, უახლესი ალბომის სინგლებს.