Loading data...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

20 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, არაყიშვილის ქ. N31-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 20 თებერვალს, ღამის 23:00 საათიდან, 21 თებერვლის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - რამიშვილს, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილს, მიქელაძის, მუხაძის, დარიალის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, რადიანის ქუჩებს; ჭავჭავაძის გამზირის N17-37, N40-66, ჭავჭავაძის გამზირის I შესახვევს, ფალიაშვილის ქუჩა N 31-87, N34-118, ი. აბაშიძის ქუჩა N21-87, N20-86, რაზმაძის ქუჩა N41-57, N50-68, ყიფშიძის ქუჩა N7-20, ატენის და არეშიძის ქუჩებს. რამიშვილის ქუჩის ნაწილს.

საბურთალოს რაიონში - ნატახტარის ქუჩას, ბალანჩივაძის ქუჩა N5, 37, 39, 40, იოსელიანის ქუჩა N5.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.