Loading data...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

20 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში, წერონისისა და კლდეკარის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 20 თებერვალს, ღამის 23:00 საათიდან, 21 თებერვლის დილის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - ხერთვისის, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანიის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ზედამზის, ზაქარაიას, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ფილიას, ორბეთისა, ლამისყანის, ბედნელიანის, გარდაფხაძის, ბენდელიანის და სანერგეს ქუჩებს, ხუდადოვის ქუჩა N130, 132, 134, 136, 138, 140, იმერეთის მე-2 და მე-4 შესახვევებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.