ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
18 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქ. N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ 18 თებერვალს, ღამის 22:00 საათიდან, 19 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - მოსკოვის გამზირს და კვარტალებს, ლორთქიფანიძის ქუჩის ნაწილს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, გაბრიელ სალოსის, (გარდა ჩოლოყაშვილის 2 კვარტალის გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრი წყაროს, კობა ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტლის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის და იუნკერთა ქუჩებს, გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.
კრწანისის რაიონში - რუსთავის გზატკეცილის N 1-251, N2-42, გორგასლის ქუჩა N50-52, შოთა ნადირაშვილის და ნავთლუღის ქუჩა N10. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.