ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
5 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, ავჭალა 1-ში, გაბაშვილის ქუჩა N1-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 5 თებერვალს, ღამის 00:30 საათიდან, 5 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში - მუხიანის სამხედრო დასახლებას, ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, საგუბარის, ონის, ბრონშტეინის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს, მუხიანის I, II, III მიკრორაიონებს, IVა მიკრორაიონის N1- 7კორპუსებს, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს, ნონეშვილის, დუმბაძის, მარატ ნოზაძის, წმინდა ნინოს, გიორგი წულაიას და ისაკიანის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.