Loading data...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 30 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 30 იანვრის, დღის 12 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 იანვარს, დღის 12:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიღმის მასივის II და III კვარტალს, ბელიაშვილის ქუჩა N1- 69 და ნოდარ ახალკაცის ქუჩას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11,ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge