Loading data...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

23 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩა N26-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 იანვარს საღამოს 22:00 საათიდან 24 იანვრის დილი 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ვარკეთილის III მასივსა და კვარტალებს, კახეთის გზატკეცილის, ხომლელის, კალოუბნის, თრიალეთის, შუამთის, ქიზიყისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს; ბაღდავაძის, საცხენისის, წრომის წყლის, ელდარის, გახოკიძის, აბაშვილის, კაკლიანის და ბერიაშვილის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge