ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
13 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, თრიალეთის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 13 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 14 დეკემბრის დილი 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, ხომლელის ქუჩა N36, N38, კალოუბნის, თრიალეთის ქუჩა N2-20, N1-11, ეკატერინე ბაღდავაძის, ქიზიყის ქუჩა N1, კახეთის გზატკეცილის N7, N10, N33ა, N46-76, საცხენისის, შუამთის, წრომის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის ქუჩა N1-21, გ. აბაშვილის, კაკლიანის და ბერიაშვილის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge