Loading data...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

5 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩა N47-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 5 დეკემბერს, დღის 17:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 დეკემბერს, დღის 17:00 საათიდან, 6 დეკემბრის დღის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: მუხიანის III, IV, IV, IV მიკრო რაიონებს, გობრონიძისა და მარატ ნოზაძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.