Loading data...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

5 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ანდრია წიკლაურისა და ნიკო მარის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 5 ნოემბერს ღამის 23:00 საათიდან 6 ნოემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, დადიანის, ასკურავას, მიქაუტაძის, საჭილაოს, გომბორის, ლეჩხუმისა და ნაგომარის ქუჩების ნაწილს; ილურიძის მე-2 შესახვევს, დადიანის II მიკრორაიონს, ზიგზაგის, გვაზაურის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, გობრონიძის, სუმბათაშვილი-იუჟინის, მესხიშვილის, კახიანის, ურიდიას, ხევისუბნის, ზვარეთის, იფნის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ღრმაღელის, კნოლევის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, ქავთარაზის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ლალიონის, ვეშაპურის, ლომთათიძის, ჭოპორტის, ქსნის, ჯავის, ჭიჭინაძის, ხიმშიაშვილის, იმერეთის, ცინცაძის, ქვიშხეთის, არბოს, ერწოს, ლიახვის, გუდამაყრის, ზედაზენის, ლიკანის, ნოვოროსისკის, სურგულაძის, ბუაჩიძის, სანზონის კორპუსებს, გაფრინდაშვილის, დეპოს და ცქიტიშვილის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.