Loading data...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 5 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით ტექნიკური სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 სექტემბერს, დღის 15:00 საათიდან 6 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ევდოშვილი ქუჩა N1-25, N2-22, სოხუმის, ზუგდიდის, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა N45-75, N54-80ა, ფოთის ქუჩა N2-14, N1-19, ფიფიების, გორის ქუჩას, გორის შესახვევს, ვორონინის, ბათუმის ქუჩას N2-32, N1-23, ბათუმის შესახვევს, თევდორე მღვდლის ქუჩა N15-57ა, N14-78, ფიფიას და ცემის ქუჩებს.