ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
24 დეკემბერს, გლდანის რაიონში, ავჭალის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად სამუშოებ მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს,24 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, 25 დეკემბრის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის IIIა ,V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას ქუჩებს, გდანულას დასახლებას, გლდანის ხევს, ჯანჯრავას, კობერიძის, მიდელაურის, ვართაგავას, საბაშვილის, კანდელაკის, ხერგიანის, შენგელაიას, ტიულენინის, სამხარაულის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ჟღენტის, გულისაშვილის, ორბელიანის, ოშკელის, ინგუშეთის, ბაბილოძის, ბელქანიას, თეთრი ტბის, კვესის, კობახიძისქ, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, ყუფშიძის, ბორჩალოელის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძის, რუსთაველის, წყაროს, გოგიაშვილის, მანსვეტაშვილის ქუჩებს და თიანეთის გზატკეცილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge