ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი: 29 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 29 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 30 დეკემბერის დილი 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: სოფელი დიღომი: ტიმოთე ბელოის, ლამბერტის, სტივენსის, კლაპროთის, ბარონ დებაის, ჰუბერტის, რაინეგსის, ზუტნერის, ხატაეთის და შერმადინის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge