ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ხვალ, 30 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელეს სათავე ნაგებობის მთავარ წყალგამტარ გვირაბზე, რომელიც ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ქუჩებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 30 იანვარს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და 1-ელ თებერვალს, 17:00 საათზე დაასრულებენ, სამუშაოები ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალგამტარი გვირაბის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 იანვარს, დილის 11:00 საათიდან 1-ელი თებერვლის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში - გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ლოტკინის მთის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელეს, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზნის ქუჩებს, ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის ახალ მოწამეთა, თიანეთის, ტიბაანის, მუხრანის, ლიახვის, გუდამაყრის, ლამისყანის, ქვიშხეთის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის ქუჩებს. სანზონის, ჩარგლის, ჯანელიძის და ჭიჭინაძის ქუჩების ნაწილს, ხუდადოვის, ბენდელიანის, კახიანის, ნოსტეს, წრომის, შრომის, ძმობის, სტურუას, ასკურავას, კელაპტრიშვილის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს და მიმდებარე ქუჩებს, ავშნის დასახლებას.
ჩუღურეთის რაიონში - სამშვილდის, მარუაშვილის, მ.მრევლიშვილი აჭარის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, სალიების, მახათას, ივერთუბანს, ჭალადიდის, ლამის, ნ. ჟორდანიას, სიღნაღის, კანდელაკის, რეხის I, II ,III, ქუჩებს, თამარაშენის, წყაროს, ტყეკულტურის, ქარსელაძის, თინა ენუქიძის, არგვეთას, თეკლათის და მიმდებარე ქუჩებს.
ისნის რაიონში - ფშავის, ბაბისხევის, მუჯირიშვილის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, ბეღლეთის, სომხეთის, ნიაბის, საინგილოს, გუმბრის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ავლაბრის, იორის, დუშეთის, ფაღავას, ცისკრის, ფოსტის, გუთნის, წინანდლის, II შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, ჯორჯ ბუშის აწყურის, უშაკოვის, ყვარლის, ონიანის, ხაჩატურიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ნავთლუღის, შანდორ პეტეფის, ჩოჩუას და მიმდებარე ქუჩებს.
ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ვარკეთილის IV მიკრორაიონს, მე-3 კვარტალს, სულაქველიძის, ალუბლების, ლეჟავას, ხელოვანთა, აშოტ კურაპალატის, ელიას მთის დასახლებას, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილები, კვიპაროსის, წულუკიძის, მესხიშვილის, ნავთლუღის, მამისაშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ხერხეულიძის, მთავარანგელოზის, წურწუმიას, ბადიაურის, მთისძირის, რაზიკაშვილის, ისნის, წმინდა წულუკიძის III, IV შესახვევებს მიტროფანე ლაღიძის, ნოსირის, დოესის, გარეკახეთის, მარტყოფის 2 შესახვევი, დედოფლისწყაროს, კაჭარავას, ანჯაფარიძის, დოლაბაურის 1,2,3 ქუჩებს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, 300 არაგველის, ბოჭორმის, ლეხ კაჩინსკის, ნადარეიშვილს, შირაქის და მიმდებარე ქუჩებს მოსკოვის გამზირს და კვარტლებს, გარდაბნის გზატკეცილს წმინდა ბარბარეს და სამგორის დასახლებას.
რუსთავის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩის ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge