Loading data...
ჯივიპი ხრამი - რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ასრულებს

23 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ხრამი–რუსთავის მაგისტრალური ქსელი წარმოადგენს ერთადერთ და უმნიშვნელოვანეს წყალსადენს, რომლის საშუალებითაც სათავე ნაგებობიდან ქალაქ რუსთავამდე სასმელი წყლის ტრანსპორტირდება ხდება. აღნიშნული მაგისტრალური მილსადენის განახლება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ხრამირუსთავის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამ ეტაპად ხორციელდება და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს.

რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა და განახლდა 2.2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი, რაშიც ჯივიპიმ 6.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 4.7 მლნ ლარს შეადგენს. განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 2.3 კმ სიგრძის ქსელი, დამონტაჟდა 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 5 საკვანძო ჭა; სარეაბილიტაციო პროექტის მესამე ეტაპი ფარგლებში დაგეგმილია დამატებით 3 კმ სიგრძის ქსელის განახლება, რისთვისაც კომპანია 2.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სამუშაოები 2026 წელს შესრულდება.” - გიგა ნადირაძე, ტექნიკური დირექტორი

ახლადმოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს 23 ოქტომბერს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 ოქტომბერს, ღამის 03:00 საათიდან 24 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

კომპანია მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.