Loading data...
ჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში წარდგა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.

ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.

დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.

ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება. პირველ ნახევარფინალში ასევე მონაწილეობს „დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.

წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტარდება.

2026 წლის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. ევროვიზიაზე წელს სულ 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.