1746722976
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დაშავებული კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კლინიკაში მოინახულეს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე დღეს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა კაპიტანი კლინიკაში მოინახულეს.
თეიმურაზ ორჯონიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ჯანდაცვის მინისტრმა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეროვნული ნაკრების კაპიტანს გუნდის გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. კლინიკაში, ასევე, იმყოფებოდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი.