1787245848
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე: საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი
„საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, სკოლის ფორმებს რაიმე განსაკუთრებული ალერგიის გამოწვევა არ შეუძლია.
„საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, ან კანის განსაკუთრებული სიხშირით ალერგიული დაზიანება - არის არასწორი. უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.