1712133528
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე: საკმაოდ მოიმატა ყივანახველას შემთხვევებმა - ამ დროს, 2 თვის განმავლობაშიც გრძელდება ხველა
ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მოიმატა ყივანახველას როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დაავადებას ახასიათებს ხველის გახანგრძლივება.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ მოიმატა ყივანახველას როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველა გახლავთ დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, 4-6 კვირის და 2 თვის განმავლობაში ხველა ახასიათებს, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიცხე არ აქვს, მაგრამ ახველებს. ეს უფრო მეტად, ყივანახველაზე მიუთითებს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.