14 მაისი 13:32
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. მას აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ: მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა.