1752054595
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრმა ანა მონტავონს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.