ისრაელში საქართველოს საელჩო: ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას.
„ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობის მიერ გაცემული თანხმობის შედეგად, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს: ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას!
მოხსნილია ყველა შეზღუდვა ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე
შეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების
ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში დაბრუნება. საზოგადოებას ვურჩევთ, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად“, - აღნიშნულია განცხადებაში.