Loading data...
ირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას

„ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა. ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.