ირაკლი კობახიძე: თბილისის მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა; 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას; 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას

„მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა; 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას; 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას; 10,000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს და მოზარდს უფინანსდება სწავლა ახალგაზრდობის სახლებსა და ეროვნულ სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს.
მისი განცხადებით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელდა 5 ათასზე მეტი პროექტი და ინიციატივა; სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, 4,000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს.
„დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. გასული 8 წლის განმავლობაში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა
მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა; 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას; 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას; 10,000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს და მოზარდს უფინანსდება სწავლა ახალგაზრდობის სახლებსა და ეროვნულ სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებზე; 73 ათასზე მეტი პირი დაფინანსდა სოციალურად დაუცველ პენსიონერთა 500-ლარიანი მედიკამენტების პროგრამით; 347-ჯერ გაიცა 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულებზე ერთჯერადი დახმარება 1,000 ლარის, ხოლო 2025 წლიდან - 10,000 ლარის ოდენობით;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელდა 5 ათასზე მეტი პროექტი და ინიციატივა; სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, 4,000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს; 5,000-მდე წარმატებული მაგისტრანტი გახდა თბილისის მერიის სტიპენდიატი; პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, 11,000-ზე მეტი თბილისელი გადამზადდა, საიდანაც 75% დასაქმდა; 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის, 2025 წელს კი - სპორტის ქალაქის სტატუსი; აშენდა და რეაბილიტირდა 500-ზე მეტი სპორტული მოედანი; აშენდა 5 სპორტული კომპლექსი; ამოქმედდა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მუზეუმს, 8 სახელოვნებო სკოლას და 5 ბიბლიოთეკას“, - აღნიშნა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.