Loading data...
ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ დღის აღნიშვნით დასტურდება ერთგულება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! ამ დღის აღნიშვნით ვადასტურებთ ერთგულებას, გავაძლიეროთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და თანამშრომლური კავშირები“, - აღნიშნავს პრემიერი.