1775731293
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი გიორგობიანმა აღნიშნა, უკეთესი ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მიღების კუთხით ქართული კომპანიების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყნისთვის.
„ეს სექტორი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ეკონომიკური ღირებულების შექმნაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქართული კომპანიების გაჯანსაღება და განვითარება კიდევ უფრო ხელშეწყობილი ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.