ილია წულაია: საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. TRUMP TOWER TBILISI-ით ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ
„საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. TRUMP TOWER TBILISI-ით ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ“, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილია წულაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „არქი“ ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მომავლის ფორმირებაში.
„საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. TRUMP TOWER TBILISI-ით ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ. ვქმნით ახალ ორიენტირს, რომელიც თბილისის იერსახეს გარდაქმნის და საქართველოს როლს გლობალურ ასპარეზზე კიდევ უფრო გააძლიერებს. „არქი“ ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მომავლის ფორმირებაში“, - განაცხადა ილია წულაიამ.
ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.
Trump Tower Tbilisi, 70-სართულიანი, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქის ახალ არქიტექტურულ სიმბოლოდ და გლობალური ინვესტიციების ცენტრად უნდა იქცეს.
პროექტი, რომელიც "Archi", "Biograpi Living" და "Sapir Organization"-თან პარტნიორობით ხორციელდება, საქართველოში ტრამპის ბრენდის შემოსვლას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.