Loading data...
ილია მეორე საპატრიარქოდან გამოასვენეს - სამგლოვიარო პროცესია დაიწყო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოდან გამოასვენეს.

საპატრიარქოდან სამების საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა მიმდინარეობს. პატრიარქის ცხედარს  სამებაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 

ადგილზე შეკრებილია მრევლი, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები. 

„მიყვარხარ პატრიარქო“ - ისმის შეძახილები მსვლელობაზე. 

პატრიარქის გამოსვენებამდე გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა რომ 22 მარტს ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. 

ინფორმაციისთვის, ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.