1767211521
საზოგადოება
ილია მეორე: ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, გილოცავთ, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ, 2026 წელს ულოცავს.
„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ“, - აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.