Loading data...
ილია II-მ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. შესაბამის განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

„ბრძანება N 84

სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი
(29.10.2025)

ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - აღნიშნულია განცხადებაში.