1774088755
საზოგადოება
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, პარტნიორობების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ელჩმა კევინ ჰამილტონმა, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ცნობისთვის, ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.