Loading data...
იერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში.

მსახურება შეასრულა წინამძღვარმა ისიდორემ. მსახურების ამსახველ ფოტოებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქომ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.

„გოლგოთაზე ტრისაგიონი საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის სულის ხსოვნისა და მარადიული განსასვენებლისთვის, უხუცესი, კიდობნის მცველისა და აღდგომის ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსის, ისიდორეს მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.